დასახელება:
დიზაინერ ინჟინერი
|
მომწოდებელი:
European Village
|
გამოქვეყნდა: 07 მარტი
/ ბოლო ვადა: 07 აპრილი
|
"ევროპული სოფელი" სპეციალიზირებულია ექსკლუზიური ქონების მშენებლობაში ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით კომფორტული ცხოვრებისა და ინვესტიციისთვის. ჩვენ ვქმნით უნიკალურ პროექტებს ბათუმში, რომლებიც სწრაფად კაპიტალიზდება და აქვთ მაღალი საინვესტიციო მიმზიდველობა.
ჩვენი პარტნიორები არიან Wyndham Hotels & Resorts (მსოფლიოში ყველაზე დიდი სასტუმროების ქსელი) და Aimbridge Hospitality (მსოფლიოში უმსხვილესი მენეჯმენტის კომპანია), ხოლო ჩვენს კლიენტებს შორის არიან ცნობილი სახეები. Forbes-ის მიხედვით შევდივართ ტოპ 10 ქართულ ბრენდში.
ჩვენ ამჟამად ვეძებთ დიზაინერ ინჟინერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.
პასუხისმგებლობები:
** კონსტრუქციული დოკუმენტაციის მომზადება (სექციები KR, KZ, KM) AutoCAD-ში და Revit-ში საანგარიშო მოდელების საფუძველზე (Lira-CAD)
** მონაწილეობის მიღება დამკვეთებთან და კონტრაქტორებთან საპროექტო გადაწყვეტილებების განხილვასა და შეთანხმებაში
** კონსტრუქციული გადაწყვეტილებების თანხვედრის უზრუნველყოფა პროექტის არქიტექტურულ და საინჟინრო ნაწილებთან და დავალებების გაცემა კონტრაქტორებისათვის.
** მონაწილეობის მიღება მშენებლობისა და პროექტირების პროცესში წარმოქმნილი საკითხების განხილვა, შეთანხმება და გადაწყვეტაში; საჭირო ცვლილებების ოპერატიულად შეტანა დოკუმენტაციასა და ნახაზებში
** ადგილობრივი სიძლიერის გამოთვლების შესრულება (მექანიკური და ავტომატიზირებული);
** მწარმოებლების მიერ ტექნოლოგიებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შესწავლა და ინტეგრირება საპროექტო დოკუმენტაციაში;
** საჭიროების შემთხვევაში საავტორო ზედამხედველობის განხორციელება
მოთხოვნები:
** ინჟინერ-კონსტრუქტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება სპეციალობით ПГС ან СУЗ
** Revit-ისა და AutoCad-ის მაღალ დონეზე ცოდნა; მისასალმებელია საანგარიშო პროგრამის Lira/Scad ან სხვათა ცოდნა.
** უპირატესობა ჩაითვლება კონსტრუქციული გათვლების შესრულების და კონსტრუქციებისა და კვანძების ხელით გათვლების გამოცდილების ქონა
** პროექტირებისა და მშენებლობის სფეროში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა
** კონსტრუქციისადმი სეისმური მოთხოვნების ცოდნა
** გრუნტის მექანიკის საფუძვლების ცოდნა, რათა გაითვალისწინოს ადგილმდებარეობის თავისებურებები და გარე ფაქტორების ზემოქმედება კონსტრუქციებზე
** მშენებლობაში გამოყენებული ძირითადი მეთოდებისა და ტექნოლოგიების ცოდნა.
პირობები:
** გთავაზობთ კონკურენტულ ხელფასს;
** ჩვენ ჩაგიტარებთ კომპლექსურ ტრენინგს ჩვენს მშენებლობების შესახებ;
** სამუშაოს მდებარეობა - ბათუმი, გონიო (ბათუმიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
** არ განიხილება დისტანციურად მუშაობა
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: o.baranovskaya@europeanvillage.info
|
|
|
|