Робота для біженців з України
კომერციული დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: აგრო ვეტერინარია
გამოქვეყნდა: 07 მარტი / ბოლო ვადა: 07 აპრილი
საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია სურსათი "აგრო ვეტერინარია" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (განიხილება არასრული განაკვეთიც), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური დამკვეთის მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვა;
** დამკვეთთა ბაზების სეგმენტაცია, ფორმირება, მართვა და განვითარება;
** დამკვეთთან კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკების წარმართვა;
** კონტროლი/მონიტორინგი ყველა საჭირო პროცედურაზე, იმისათვის, რომ დამკვეთმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება;
** არსებულ დამკვეთთან ურთიერთობის განვითარება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად, სასურველი გამოცდილება ჰქონდეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

რას გთავაზობთ კომპანია:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** საბონუსე სისტემას.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: info@internationallaboratory.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე