დასახელება:
სავაჭრო დარბაზის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ნატურალი
|
გამოქვეყნდა: 07 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
"ნატურალი" -ეს ის კომპანიაა, სადაც თანაბრად ვზრუნავთ თანამშრომლის და მომხმარებლის კეთილგანწყობაზე, ვუსმენთ ორივე მათგანს და ვცდილობთ მათი მოთხოვნების გათვალისწინებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში.
თუ იზიარებთ ჩვენს ფასეულობებს შემოგვიერთდით ჩვენ გვაქვს აქტიური ვაკანსია სავაჭრო დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ შემდეგ სამუშაო პირობებს:
** გრაფიკი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე: 09:00-18:00 და 13:00-22:00 ცვლებში.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი
** ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა
** სამუშაო ადგილი: ცოტნე დადიანის 111 (მეტრო ნაძალადევთან)
შესასრულებელი საქმიანობა მოიცავს შემდეგს:
** სავაჭრო დარბაზში უხარისხო და ვადაგასული საქონლის კონტროლი.
** განლაგებული პროდუქციის სისწორის კონტროლი (განლაგება + ფასი)
** მაღაზიის პროდუქციის ნაშთისა და დარბაზში სრული ასორტიმენტის წარმოდგენის კონტროლი.
** თანამშრომლების დაგეგმილი დღის რეჟიმის კონტროლი და ჩართულობა დაგეგმვაში ფილიალის მენეჯერთან ერთად.
** წესრიგის და სისუფთავის დაცვის კონტროლი.
** ახალი თანამშრომელთათვის სამუშაო ინსტრუქციის მიხედვით სწავლება საქმიანობის.
** პროდუქციის ინვენტარიზაციაში ჩართულობა.
** ტექნიკური დანადგარების გამართულობის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მარკეტში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა.
** გუნდურობა და გუნდის მართვის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
გაცნობებთ, რომ შპს "ნატურალი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თუ ჩვენი პირობები თქვენთვის მისაღებია დაგვიკავშირდით: 599405116
ან მოგვწერეთ ელფოსტაზე: hr@natural.com.ge
ვაკანსიის განხილვის ვადაა 2025 წლის 24 მარტი
|
|
|
|