დასახელება:
ბექ ოფისი/ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
კავკასიის ეკოსისტემა
|
გამოქვეყნდა: 07 მარტი
/ ბოლო ვადა: 23 მარტი
|
შპს "კავკასიის ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას ბექ ოფისი და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.
გეპატიჟებით ჩვენი საინვესტიციო ჰოლდინგის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში სამუშაოდ
დამსაქმებელი კომპანია: შპს "კავკასიის ეკოსისტემა" - https://www.cesystem.ge
ჰოლდინგი კომპანია: შპს "საინვესტიციო მომსახურების ჯგუფი" - https://www.invserv.ge
პირობები და სხვა დეტალები:
** გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთი
** ანაზღაურება/პირობები: კანდიდატის მონაცემების მიხედვით
** ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტის პაკეტით და დაზღვევის პროგრამით.
გლობალურ ბრენდებთან და საუკეთესო ადგილობრივ კომპანიებთან გამოცდილ ინვესტორებთან და მენეჯმენტთან მუშაობის შესაძლებლობა
აღწერილობა და პასუხისმგებლობები:
** სალარო და ბიზნეს ბარათი (საბუთი, ჩეკი, ნაშთი, ჟურნალი, გასავლის/შემოსავლის ორდერების მომზადება). ბუღალტერიისთვის თვეში ერთხელ დოკუმენტაციის მიწოდება;
** საწვავის შესყიდვა საჭიროების მიხედვით, გახარჯვის აქტის შედგენა და შემდგომ ბუღალტერიისთვის მიწოდება თვეში ერთხელ;
** ყოველკვირეული და თვის გადარიცხვების ექსელის ფაილის მომზადება და ამაზე დაყრდნობით ბუღალტრისგან მოწოდებული ინფორმაციის კონტროლი;
** პირველადი საბუთების, მათ შორის მკაცრი აღრიცხვის საბუთების, ასევე ბუღალტერთან მისაწოდებელი სხვა დოკუმენტაციის შეგროვება, კონტროლი და მიწოდება;
** პროდუქტის გაყიდვისას RS ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, მიღება- ჩაბარების წარმოება და კონტროლი. / Rs.ge-ზე თანამშრომელთა რეესტრის წარმოება
** დებიტორებთან ზარი, შეხსენება, კონტროლი (ე.წ. Collection of customer receivables) (საჭიროების შემთხვევაში შედარების ბარათების გავლა, დავალიანებების ანგარიშის წარმოება;)
** მარაგების ბაზის კონტროლი;
** შვებულების, ჯანმრთელობის გამოისობით გაცდენის და პირადი მიზეზით გაცდენის დღეების აღრიცხვა (ბრძანება, ცნობა, სხვა);
** ავტომანქანაზე ჯარიმის, პარკინგის და ტექ. დათვალიერების კონტროლი;
** საკანცელარიო შეკვეთების, ჰიგიენური საშუალებების + სამზარეულოსთვის საჭირო პროდუქტის მოთხოვნის მოგროვება, შესყიდვა. (სამ თვეში ერთხელ)
** შრომითი ხელშეკრულებების შედგენა, მოწესრიგება და ხელმოწერილის ადმინისტრირება/შენახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რელევანტური განათლება
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
** MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, სხვა) საბაზისო ცოდნა
** სასურველია მუშაობის გამოცდილება დამწყებ დონეზე
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
** ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია; ასევე ინიციატივა, ინიციატივა და ინიციატივა
** პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, სისტემებთან და ადამიანებთან ურთიერთობაში;
** უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
** უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი, დროის განრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
** კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
** საჭიროა, რომ ახალ დარგს და სპეციალობას აუღოს ალღო საჭიროების შემთხვევაში, უნდოდეს რომ მოისმინოს მეტი, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
** კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა ბიზნესის საუკეთესო სტანდარტის და პრაქტიკის მიხედვით და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
** მუდმივად ეცადოს დეტალების მოკვლევა, მონაცემების შედარება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს გადამოწმება და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge (გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
|
|
|
|