Робота для біженців з України
Health Coach ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Health Coach ასისტენტი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 07 მარტი / ბოლო ვადა: 07 აპრილი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო
კეთილდღეობის შექმნაა.

შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი დიდი გუნდის წევრი!

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას Health Coach ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისის პოლიკლინიკები
სამუშაო გრაფიკი: სრული

Health Coach-ის შესახებ:

Health Coach ევექსის ინოვაციური პროდუქტია, რომელიც UKIHCA-სთან (United Kingdom International Health Coaching Association) კოლაბორაციით შეიქმნა.

Health Coaching არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისციპლინა. მისი მთავარი ამოცანა ჰოლისტური მიდგომით ადამიანის სრული ჯანმრთელობის მხარდაჭერაა. ოჯახის ექიმი/Health Coach ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ეხმარება პაციენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზნების დასახვასა და მიღწევაში.

ხანგრძლივი თანამშრომლობის პროცესში, ოჯახის ექიმი/Health Coach პაციენტს ეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესის შექმნაში. ინდივიდის განათლებითა და ცნობიერების ამაღლებით კი ეტაპობრივად ხდება სასურველი ქცევებისა და ჩვევების ჩამოყალიბება. პაციენტი ექიმისგან იღებს რეგულარულ უკუკავშირსა და მხარდაჭერას, რაც უზრუნველყოფს მდგრადი, დადებითი შედეგების მიღწევას.

Health Coach ასისტენტის ძირითადი მოვალეობები:

** ოჯახის ექიმის/Health Coach-ის დახმარება პაციენტის მიღების/მომსახურების გაწევის დროს;
** პაციენტის ვიზიტების დაგეგმვა კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში ქსელის მასშტაბით;
** მომხმარებელთან კომუნიკაციისა და ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ჩანაწერის გაკეთება და მონაცემების შეყვანა კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში;
** პაციენტისთვის დანიშნული კვლევების ჯავშნების განხორციელება;
** განმეორებითი კონსულტაციის დაგეგმვა პირველადი კონსულტაციის ფარგლებში;
** ოჯახის ექიმთან/Health Coach-თან ერთად პაციენტის კვლევის შედეგების გაცნობა და მომზადება შემდგომი უკუკავშირისთვის;
** რიგის მართვის სისტემის გამოყენება;
** საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ჯანდაცვის სამედიცინო პორტალზე მუშაობა.
** Health Coach-ის მიერ მითითებული დავალებების შესრულება

ვაკანსიის მოთხოვნები:

** აუცილებელი მოთხოვნაა სამედიცინო განათლება;
** სასურველია ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** MS Office-ის პროგრამები მომხმარებლის დონეზე (Word; Excel);
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/health-coach-asistenti/730

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე