დასახელება:
მძღოლ-დისტრიბუტორი
|
მომწოდებელი:
SmartPharm
|
გამოქვეყნდა: 07 მარტი
/ ბოლო ვადა: 07 აპრილი
|
"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.
კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.
ანაზღაურება: თანხმდება დასაქმების მსურველ კანდიდატთან ინდივიდუალურად გამოცდილების, სამუშაო განრიგის და სამუშაო მარშრუტის გათვალისწინებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დადგენილი წესის შესაბამისად საწყობიდან პროდუქციის აღება;
** სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
** ახალი ობიექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** კლიენტთან ანგარიშსწორება განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება;
** საკუთარი ფურგონი ავტომანქანის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.
"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიკური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.
შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი-დისტრიბუტორი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|