Робота для біженців з України
ქცევითი თერაპიის სუპერვიზორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქცევითი თერაპიის სუპერვიზორი
მომწოდებელი: პირველი ნაბიჯი საქართველო
გამოქვეყნდა: 07 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ქცევითი თერაპიის სუპერვიზორის პოზიციაზე - ქალაქ თბილისში (ისნის ფილიალში).

"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ისანი

კვალიფიკაცია:

** მაგისტრის დიპლომი ფსიქოლოგიაში (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია);
** გავლილი აქვს ან გადის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ აკრედიტებული BCBA დონის საერთაშორისო კურსები და/ან საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მიერ აკრედიტირებული ადგილობრივი კურსები რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატებით.
** ქეისთან დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება (შეფასება, პროგრამის გაწერა, გადაფასება)
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე

საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრინციპების ცოდნა, რთული ქცევის მართვის სტრატეგიების ცოდნა, ქცევის ფუნქციის შეფასების ცოდნა, ეთიკის პრინციპების ცოდნა.
** შეფასების ინსტრუმენტების ცოდნა VB-MAPP/ABLLS-R და ა.შ. (რაც დადასტურებულია შესაბამისი სერტიფიკატით).
** გუნდური მუშაობის უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 31 მარტი.

გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ვერ იქნება განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე