დასახელება:
ფიზიოს ექთანი
|
მომწოდებელი:
სანატორიუმი წყალტუბო
|
გამოქვეყნდა: 07 მარტი
/ ბოლო ვადა: 07 აპრილი
|
შპს სანატორიუმი წყალტუბო დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბალნეოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, ევროპული წარმოების სამკურნალო აპარატურით. აღნიშნული ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალით, რომელიც უნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში - 365 დღე.
სამუშაო ადგილი: ქ. წყალტუბო.
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
** საექთნო მანიპულაციების შესრულება
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამედიცინო განათლება ან პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი;
** სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
უნარები:
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: tskaltubo.bh@mail.ru
ტელ: 591 60 25 25
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|