დასახელება:
აღრიცხვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
შატო მუხრანი
|
გამოქვეყნდა: 07 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 მარტი
|
სს "შატო მუხრანი" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის სპეციალისტი.
ადგილმდებარეობა: ქ. მცხეთა, სოფ. მუხრანი
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** სარესტორნო მარაგების, შესყიდვებისა და ხარჯების აღრიცხვა და კონტროლი;
** რეალიზაციის, მარაგების და შესყიდვების მონაცემების შედარება და გადამოწმება;
** ინვენტარიზაციის დაგეგმვა და ჩატარება;
** მომწოდებლებთან და სხვა პარტნიორებთან ფინანსური ანგარიშსწორების კონტროლი;
** ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის სფეროში ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი;
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, სასურველია სარესტორნო სექტორში;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Fina-ს მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან საკომპენსაციო პაკეტს;
** კორპორატიული ტელეფონის ხარჯების ანაზღაურებას;
** სადილით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას მუხრანში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე recruitment@mukhrani.com არაუგვიანეს 2025 წლის 30 მარტისა. გთხოვთ, საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: აღრიცხვის სპეციალისტი.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
წარმატებას გისურვებთ!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.
|
|
|
|