დასახელება:
სავაჭრო წარმომადგენელი/პრესეილერი
|
მომწოდებელი:
დ&ლ სერვისი
|
გამოქვეყნდა: 07 მარტი
/ ბოლო ვადა: 07 აპრილი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს "დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრესეილერის) პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 145
სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი
დასაქმებულს ავტომობილით, საწვავით და კორპორაციული მობ. ნომრით უზრუნველყოფს კომპანია.
გთავაზობთ:
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ხელმძღვანელთა ჯგუფის მუდმივი მხარდაჭერას;
** სტაბილურ ანაზღაურებას;
** მინიმალური დაზღვეული ხელფასი 1200 ლარი.
საჭირო კვალიფიკაცია:
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** სასურველია MS office-ის საშუალო მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** მათემატიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ძირითადი მოვალეობები:
** სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების მიღება და მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ზუსტი ცოდნა და ეფექტური პრეზენტაცია;
** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის განლაგებაზე ზრუნვა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@dls.ge
გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.dls.ge
|
|
|
|