Робота для біженців з України
ბარისტა/მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა/მიმტანი
მომწოდებელი: გრაუნდ 84 - მილანური ბისტრო
გამოქვეყნდა: 07 მარტი / ბოლო ვადა: 07 აპრილი
მილანური ბისტრო "Ground 84" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა:თბილისი, პეკინის 8
სამუშაო განრიგი: 6/1, 8 საათი
ანაზღაურება: 1200 ლარიდან

აუცილებელი მოთხოვნა:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ლატე არტის ცოდნა
** ბარმენობის მინიმალური გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყავის აპარატთან მუშაობის გამოცდილება, ლატე არტის კარგად ფლობა;
** საფირმო სასმელების: სახლის ლიმონათების მაღალი სტანდარტითა და რეცეპტურის დაცვით მომზადება;
** მომხმარებლის მაღალი სტანდარტებით მომსახურება როგორც მაგიდასთან, ისე - ბართან;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის და წესრიგის შენარჩუნება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სტანდარტული კოქტეილების მომზადების ან შესწავლის უნარი.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** მოწესრიგებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარება;
** სტაბილური სამსახური;
** მშვიდი და მეგობრული გარემო;
** რანჩილიოს 2025 წლის აპარატთან მუშაობა/ყავაზე ცოდნის გაზრდა;
** სტაფის კვება.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: bistroground84@gmail.com

ტელ: 591038484

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე