Робота для біженців з України
სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: გრაუნდ 84 - მილანური ბისტრო
გამოქვეყნდა: 07 მარტი / ბოლო ვადა: 07 აპრილი
მილანური ბისტრო "Ground 84" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პეკინის 8
სამუშაო განრიგი: 6/1 8 საათი
ანაზღაურება: 1250 + ბონუსი ნავაჭრის 0, 5%

აუცილებელი მოთხოვნა:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სერვისის გამართულად ცოდნა/ყავის მომზადების ცოდნა;
** სასურველია ექსელის და ფინას პროგრამის ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისის ყოველდღიური საოპერაციო პროცესის მონიტორინგი, ხარისხის და სტუმრის კმაყოფილების მუდმივი კონტროლი, კომპანიის შინაგანაწესის და მიღებული სტანდარტების შესაბამისად;
** ობიექტის გაღება/დაკეტვა;
** პროდუქტების კომპანიებთან შეკვეთა;
** სერვისის თანამშრომელთა ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და აღწერა;
** სერვისის გაუმჯობესებისთვის საჭირო პროცესების დროული და ეფექტური დანერგვა, სტუმართა უკუკავშირის გაანალიზების შესაბამისად;
** სტუმართა უკუკავშირის მიღებისა და სწრაფი/ეფექტური რეაგირების სტრატეგიის შემუშავება/სწავლება თანამშრომლებისთვის;
** ობიექტზე გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების მოგვარების უნარი;
** სერვისისთვის გამოყოფილი ინვენტარის მართვა, მონიტორინგი;
** კომპანიის ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: bistroground84@gmail.com

ტელ: 591038484

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე