Робота для біженців з України
მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ინტელკომ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 05 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
Ubiquiti, MikroTik, Teltonika, Uniview, HiLook, KSTAR და სხვა წამყვანი მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში -"ინტელკომ ჯგუფი", აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ფიქსირებული ხელფასი: 1200 ლარი;
** საახალწლო პრემიები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ადგილობრივი ტრენინგები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
** პროფესიული განვითარების და თანამდებობრივი დაწინაურების ხელშეწყობა;
** რეგულარული კორპორაციული ღონისძიებები.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, ** 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლების და საგარანტიო პირობების შესახებ;
** მომხმარებლისგან მიღებული მოთხოვნის შესაბამისი პროდუქტის შერჩევა და შეკვეთის განთავსება;
** გაყიდვების პროცესების ეფექტურად წარმართვა;
** კომპანიაში არსებული პროდუქტების ცოდნა;
** მომხმარებლების კონსულტაცია ხორციელდება როგორც შოურუმში, ასევე ტელეფონით და ელფოსტით

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საინფორმაციო ტექნოლოგიებზე ზოგადი წარმოდგენა ჩაითვლება უპირატესობად;
** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულმა პირებმა საჭიროა CV გამოაგზავნონ ელფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი".

გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ინტელკომ ჯგუფის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "ინტელკომ ჯგუფი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივად შეზღუდული ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ შპს "ინტელკომ ჯგუფს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "ინტელკომ ჯგუფი" გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე