დასახელება:
შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
გამოქვეყნდა: 04 მარტი
/ ბოლო ვადა: 04 აპრილი
|
თუ მეგობრობ ციფრებთან, ფლობ ანალიტიკურ უნარებს, მზად ხარ განვითარებისათვის და გსურს მიიღო გამოცდილება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ საცალო გაყიდვების კომპანიაში, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა
შემოუერთდი ჩვენს გუნდს შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.
რა იქნება ფუნქცია-მოვალეობები?
შოდა ქართლის რეგიონში, 2 ნაბიჯის ფილიალებში ვიზიტების განხორციელება პროდუქციის ინვენტარიზაციის მიზნით, ასევე სააქციო მაჩვენებლების, ფასმაჩვენებლების და ვადების კონტროლი, საბოლოო ეტაპზე კი ანგარიშის მომზადება და მონაცემების პროგრამაში ასახავა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო დღეების თავად დაგეგმვის შესაძლებლობას - აირჩიე კვირის განმავლობაში სასურველი ხუთი დღე სამუშაოდ. თუ ხარ სტუდენტი, არჩევნის შესაძლებლობა დაგეხმარება სწავლა და სამსახური ეფექტურად შეათავსო
** მეგობრულ სამუშაო გარემოს - სადაც მუდმივად ვზრუნავთ, მხარს ვუჭერთ და ვამხნევებთ ერთმანეთს
** საინტერესო და დინამიურ სამუშაოს - კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფერო ძალიან დინამიური და სწრაფად ცვალებადია, რაც განსაკუთრებულად მრავალფეროვანს ხდის სამუშაო პროცესებს
** ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურებას (საწვავი, ავტომობილის ცვეთა)
** ჯანმრთელობის დაზღვევას
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00 - 18:00
ანაზღაურება: 1300 ლარი.
ვაკანსიის მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილი
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
მზად ხარ ახალი გამოწვევებისათვის?
მაშინ გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: "შიდა კონტროლის უმცროსი სპეციალისტი - იმერეთი".
ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|