"კავკასიის ავტოიმპორტი", 19-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს კავკასიის ავტოიმპორტი საერთაშორისო ინდუსტრიის ლიდერია.
ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ.
ოფისი 7 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.
"კავკასიის ავტოიმპორტში" გაყიდვების პროაქტიური გუნდი ჩვენი ბიზნესის წამყვანი ლოკომოტივია და სწორედ ამ მეგობრულ გუნდში ბათუმის ფილიალებისთვის გაყიდვების წარმომადგენლებს ვეძებთ, რომლებიც:
** მოიზიდავენ მომხმარებლებს და მათ მოთხოვნებს და საჭიროებებს გააანალიზებენ;
** მოიძიებენ მათთვის სასურველ ავტომობილს მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე;
** მომხმარებელთან ექნებათ აქტიური კომუნიკაცია;
** დაამუშავებენ მომხმარებელთა ბაზას;
** ეფექტურად გაუძღვებიან გაყიდვების პროცესს.
თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:
** გიყვართ გაყიდვები;
** გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა;
** იცით ან გაინტერესებთ ავტომობილების სპეციფიკა და მახასიათებლები;
** ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული, გიყვართ მუშაობა გუნდში;
** გამართულად მეტყველებთ და წერთ ქართულ ენაზე;
** იცით სხვა რომელიმე ენა.
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!
|