Робота для біженців з України
მითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მითერი
მომწოდებელი: აკა
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
შპს "აკა" (მერსედესის-ცენტრი) აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 6-დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათი-პარასკევი - 9:00-17:00
შაბათი 9:00-13:00
ანაზღაურება: 1200 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება
** მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა. სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** ყურადღებიანი და თავაზიანი
** მომსახურებაზე ორიენტირებული
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა/დისციპლინრებულობა
** დაკვირვება და ანალიზის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** კლიენტის მოთხოვნის დაფიქსირება და შესაბამის მენეჯერთან გადამისამართება.
** კლიენტების და პოტენციური კლიენტების დადგენილი სტანდარტებით მომსახურება და კლიენტების კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა
** კომპანიაში დაგეგმილი ტრეინინგზე დასწრება და მუდმივი განვითარება
** შესაბამის პროგრამაში მუშაობა და მისი განახლებაზე/გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა
** კომპანიაში მოქმედი სტანდარტების, წესების, პოლიტიკების, ინსტრუქციების და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების საფუძვლიანი ცოდნა

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@mercedes-benz.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

განცხადების ვადა: 25 თებერვალი - 15 მარტი, 2025
მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №6

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე