Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=616851&print=yes&view=jobs
 
ER დღის რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ER დღის რეგისტრატორი
მომწოდებელი: ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
შპს "აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ER დღის რეგისტრატორის პოზიციაზე.

მისამართი: ნოდარ ბოხუას ქ. №12/ლუბლიანას ქ. №66
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 - 17:30;.
ანაზღაურება: 800-1000 ლარი, გამოცდილების მიხედვით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული პაციენტების რეგისტრაცია, სამედიცინო ბარათის გახსნა, საჭირო მომსახურების და ღირებულების გაცნობა;
** პაციენტებზე დაფინანსების წყაროს გარკვევა, სადაზღვევო პაკეტის გარკვევა და სადაზღვევო კომპანიასთან დაკავშირება;
** ქვითრების გაცემა სერვისებთან დაკავშირებით;
** შეტყობინების გაგზავნა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ ან სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შემთხვევის დროს შესაბამის ადგილას;
** კალკულაციაზე პაციენტის ან მისი პატრონის ხელმოწერის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მენეჯმენტის/ეკონომიკის/ ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების სპეციალობით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@gudushauri.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია