Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი - გლდანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: სფეის კარგო
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
გადამზიდი კომპანია სფეისკარგო https://www.spacecargo.ge/Home აცხადებს ვაკანსიას, ქ. თბილისში, გლდანის ფილიალში მენეჯერის პოზიციაზე.

სფეისკარგო ანხორცილებს ნებისმიერი სირთულის ტვირთების იმპორტს და ექსპორტს სხვადასხვა ქვეყნებში. გვაქვს როგორც საცალო, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებები.

ძირითადი უფლება - მოვალეობები:

** მიმდინარე პროცესების მართვა/ მონიტორინგი;
** ფილიალის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და მათ მოტივაციაზე, განვითარებაზე ზრუნვა;
** მომსახურეობის ხარისხის მონიტორინგი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** რეპორტების და ანალიზის საფუძველზე, საჭიროებებიდან გამომდინარე, საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლების დროული ჩართულობა და რეაგირება;
** აქტიური ჩართულობა ფილიალის გეგმების შესრულებაში;
** სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და შესრულება;
** მომხმარებლების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა;
** სხვა შესაბამისი მოვალეობები, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;

ძირითადი მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ფლობა საკომუნიკაციო დონეზე;
** გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ლიდერული უნარ/ჩვევები;
** მიზანმიმართულობა და შედეგების მიღწევაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის და მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** კონკურენტულ ჯამრთელობის დაზღვევას;
** სპეც. ტარიფებს კომპანიის სერვისებზე.
** ანაზღაურება 900 ლარი (ხელზე ასაღები)ხელფასი არის ზრდადი გამოცდილებებთან და სტაჟთან შესაბამისად.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევის ჩათვლით 10:00 -18:30
** შაბათი: 11:00- 15:00 (ერთ საათიანი შესვენების გათვალისწინებით)

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე hr@spacecargo.ge

გადმოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (გლდანის ფილიალის მენეჯერი) დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე