დასახელება:
მომხმარებელთა მომსახურების ასისტენტი
|
მომწოდებელი:
sheniamanati.ge
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
კომპანიას "შენიამანათი.ჯი" ესაჭიროება მომხმარებელთა მომსახურების ასისტენტი ქუთაისის ფილიალში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფილიალში მოსული ამანათების გასაცემად მომზადება;
** ფილიალში მოსულ მომხმარებელზე შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** ამანათების მოძიება, მომხმარებლისთვის გადაცემა;
** კომპანიის ჩათში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** შემომავალ ზარებზე პასუხი.
მოთხოვნები/უნარ-ჩვევები:
** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება;
** დაძაბულ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** სტაბილური.
პირობები:
** სამუშაო დღეები: 6 (ორშაბათი-პარასკევი, 10-დან - 19 საათამდე) - შესვენება 13:00-14:00.
** შაბათი: 10-დან - 15 საათამდე
** საწყისი ხელფასი: 800 ლარი. ხელფასი ირიცხება ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვში, დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე. ერთწლიანი ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, დამატებით ბონუსი - 800 ლარი (მეცამეტე ხელფასი).
** მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის დაზღვევა; საჭიროების შემთხვევაში უფასო სამოგზაურო დაზღვევა წელიწადში ერთხელ.
** სტაჟირება გახლავთ 5 დღიანი, აქედან 3 დღეს გაივლით თბილისის ცენტრალურ ფილიალში, ისანში (არაანაზღაურებადი).
** 11 თვის შემდეგ, დასაქმებულს შეუძლია ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას, რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მომხმარებელთა მომსახურების ასისტენტი ქუთაისი" და გამოაგზავნოთ მეილზე: vacancy@sheniamanati.ge
|
|
|
|