Робота для біженців з України
სერვისის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის კოორდინატორი
მომწოდებელი: ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის კოორდინატორის პოზიციაზე.

ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჰოსპიტალში შემოსული პაციენტის ან ვიზიტორის თავაზიანი დახვედრა, მიღება და შემდგომი გადამისამართება საჭიროებისამებრ
** პაციენტის და/ან მისი ოჯახის წევრისთვის პირველადი საჭირო ინფორმაცის მიწოდება
** პაციენტის და/ან მისი ოჯახის წევრისთვის ჰოსპიტლის სერვისების გაცნობა
** პაციენტის დახმარება ჰოსპიტალში ორიენტირებისას
** პაციენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და სწორი მიმართულების მიცემა
** პაციენტისთვის საკუთარი უფლებების გაცნობა ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის პოლიტიკის გათვალისწინებით
** პაციენტთან დაკავშირებული პირადი და სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა
** უკმაყოფილო პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის პრობლების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა კომპეტენციებისა და უფლებამოსილების ფარგლებში
** პაციენტთა კმაყოფილების შეფასების პროცესში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედიცინის, ბიზნეს ადმინისტრირების, უცხო ენების, ჯანდაცვის მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან სხვა შესაბამისი სპეციალობით
** ინლისური ენის ცოდნა B2 დონე

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ეფექტური მომსახურების (სერვის პლუსი) უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გაწონასწორებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური უნარი
** კეთილგანწყობილი და თავაზიანი
** ემპათიური

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: თბილისი, 0102 უშანგი ჩხეიძის ქ. #17
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ანაზღაურება: 1, 125 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებისა და გადასახდელების ჩათვლით (დარიცხული)
კორპორატიული ბენეფიტი: თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com

აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" მიერ (ს/კ: 402154342) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანტური პოზისიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება ჰოსპიტალში, არაუმეტეს 5 წლის ვადით.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფომით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა. აღნიშნული მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.-ფოსტაზე: info@ahtbilisi.com

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე