Робота для біженців з України
კონკურსი სატრენინგო მომსახურებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი სატრენინგო მომსახურებაზე
მომწოდებელი: CHCA
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი -"აფხაზეთი" (CHCA) აცხადებს კონკურსს სატრენინგო მომსახურებაზე ხონის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთათვის და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციებისთვის.

ჩატარების სავარაუდო ვადები: 2025 წლის 15-დან 30 მარტამდე, ტრენერთან/ებთან წინასწარ შერჩეული დღეს.

ტრენინგის თემატიკა:

** მენეჯერული და კომუნიკაციის უნარები, მათ შორის ელექტრონული სერვისების გამოყენება უწყვეტი კომუნიკაციისთვის ძირითადად დაინტერესებულ მხარეებთან;
** ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის და ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ ცოდნისა და ქცევითი ცვლილებების გაზრდა;

კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ერთ თემატურ ტრენინგზე ასევე ორივეზე ერთად.

პროექტი: "ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება", ხორციელდება ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და CHCA-ს მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

სამუშაო ადგილი: ქალაქი ხონი
ღირებულება: 1000 (ათასი)ლარი ერთი ტრენინგი;
ანგარიშვალდებულება: CHCA-ს აღმ. დირექტორი, პროექტის მენეჯერი.

ინფორმაცია დამკვეთის შესახებ:

CHCA, დაარსებული 1995 წელს, არის ქართული არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. ორგანიზაციის საქმიანობები ხორციელდება გამჭვირვალედ, პროფესიონალიზმის, თანასწორობის, გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით.

ინფორმაცია პროექტის შესახებ

პროექტი "ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული განვითარება" ხორციელდება 2023-2025 წლებში, ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი - "აფხაზეთის" მიერ. პროექტის ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავს ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების ხელშეწყობას და განხორციელდება 2023-25 წლებში ხონის მუნიციპალიტეტის მოქმედი საშუალოვადიანი განვითარების სტრატეგიის ხედვისა და მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანის გზით. იგი გათვლილია ხონის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე.

ჩასატარებელი სამუშაოების აღწერა:

** ტრენინგ მოდულის, ტრენინგის დღის წესრიგის, პრე და პოსტ ტესტების შექმნა;
** ტრენინგის ჩატარება წინასწარ განსაზღვრულ ვადებში;
** ტრენინგის ანგარიში შექმნა და წარდგენა;

განაცხადის გაკეთება:

დაინტერესებულმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ რეზიუმე და სატრენინგო მოდული და ტრენინგის დღის წესრიგი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - monitoring@chca.org.ge მონაწილეებმა რეზიუმეში უნდა მიუთითონ სფეროში გამოცდილება, განხორციელებული პროექტები;

განაცხადების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი რეზიუმესა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისობისა და გასაუბრების შედეგად.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2025 წლის 3 მარტის 17:00 საათისა.

სათაურის ველში მიუთითეთ: "ტრენინგი ხონის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთათვის და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციებისთვის (თუ განაცხადს აკეთებთ მხოლოდ პირველ ტრენინგზე ტექსტთან ერთად მიუთითეთ 1, ხოლო თუ მეორე თემატურ ტრენინგზე 2).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე