Робота для біженців з України
დისტრიბუციის გაყიდვების ბრენდ მენეჯერის - MONO
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუციის გაყიდვების ბრენდ მენეჯერის - MONO
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის გაყიდვების ბრენდ მენეჯერის (MONO) პოზიციაზე, თბილისში.

მე, ლოლა ივანაშვილი ვმუშაობ გორგიაში აღმოსავლეთის დისტრიბუციის ხელმძღვანელის პოზიციაზე 2023 წლიდან. ვაცხადებ ვაკანსიას Mono-ს დისტრიბუციის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. შერჩეულ კანდიდატს გამოსაცდელ პერიოდში შევასწავლი: B2B გაყიდვების სპეციფიკას, მომხმარებელთან კომუნიკაციას, კონკრეტულ ბრენდზე ორიენტირების უნარს და ამ ბრენდთან დაკავშირებულ სხვადასხვა დეტალებს, კონკურენტების გაცნობა/ბაზრის ანალიზს. დავეხმარები განავითაროს შემდეგი უნარები: ანალიზის და დაგეგმვის უნარები, გუნდურად მუშაობის უნარები, სწორად შეთავაზებების დაგეგმვა და ბრენდის განვითარების გეგმის შედგენა.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
** კვებას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მონოს ბრენდის შეთავაზება დისტრიბუციის ქსელში;
** ქსელში არსებული კონკურენტების მოძიება და ანალიზი;
** კონკურენტების პირობებში სამოქმედო გეგმის გაწერა;
** ბრენდის უპირატესობის ცოდნა და გაზიარება დისტრიბუციის თანამშრომლებისთვის;
** დისტრიბუციის ქსელში შემავალი და ახალი პარტნიორების მოძიება მონოს ბრენდის მიმართულებით;
** დროული უკუკავშირი მომწოდებელთან და ბაზრის შესაბამისი ანალიზის მოწოდება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული ზოგადი განათლება;
** დისტრიბუციაში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური B2 დონეზე;
** აუცილებელია მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარე;
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე