დასახელება:
ადმ. და ადამიანური რესურსების მართვის დეპ.-ის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
უნისონი
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართული სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. გამრეკელის 19
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სტრატეგიისა და მიზნების შესაბამისად, სტრუქტურის განახლების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.
** HR ადმინისტრირების სრული ციკლის კოორდინირება
** შიდა ორგანიზაციული კვლევების ორგანიზება / შეფასება
** სამოტივაციო პროექტებში ჩართულობა / რეკომენდაციების მომზადება
** სამუშაო ანალიზი და Job Description-ების შემუშავება / განახლება
** კომპანიაში საუკეთესო თანამშრომლების მოზიდვის მიზნით, დამსაქმებლის იმიჯზე ზრუნვა.
** კომპანიაში ადამიანური რესურსების მართვის დოკუმენტების (სტრატეგია, სახელმძღვანელოები-ინსტრუქციები, სამოქმედო გეგმა, პროცესები) შემუშავება/კორექტირება/დანერგვა/შესრულება.
** ვაკანტურ პოზიციებზე საკონკურსო პირობებით პერსონალის შერჩევის სტანდარტული პროცედურების შემუშავება და მათი დანერგვა.
** რეკრუტინგის პროცესის კოორდინირება.
** შერჩეულ თანამშრომელთა სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის პროცესის კოორდინირება და მართვა.
** დასაქმებულობის დატვირთულობის პერიოდული ანალიზი.
** მენეჯმენტისთვის ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია HR, ბიზნესის ადმინისტრირება ან ფსიქოლოგია);
** ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ადამიანური რესურსების დეპარტამენტში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა, HRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
** ადამიანებისა და მათთან კომუნიკაციის სიყვარული;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) მეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მენეჯერი.
"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
|
|
|
|