Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება - უმცროსი შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - უმცროსი შემფასებელი
მომწოდებელი: ავტო დეტალ სერვისი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
კომპანია "ავტო დეტალ სერვისი" 2013 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, მას
გააჩნია მომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება! მისი ძირითადი საქმიანობაა როგორც დაზიანებული ავტომობილის აღდგენის ღირებულების, ასევე საბაზრო და ნარჩენი ღირებულების დათვლა. ხოლო საქმიანობის შედეგი გახლავთ კმაყოფილი მომხმარებელი, კმაყოფილი პარტნიორი ორგანიზაციები.

კომპანია ორიენტირებულია მუდმივ ზრდაზე, გამოირჩევა ძლიერი გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს: სამართლიანობა, მაღალი პროფესიონალიზმი+ მაღალი პასუხისმგებლობა!

კომპანიის მიზანია მომხმარებლისათვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქტის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

კომპანია "ავტო დეტალ სერვისი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას უმცროსი შემფასებლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი/დიღომი
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 800 ლარი

ჩვენ შეგასწავლით:

** ავტოტრანსპორტის დათვალიერება/დასურათებას;
** დაზიანებული ავტომობილების აღდგენისთვის საჭირო პროცესების განსაზღვრას (შესაბამისი კომპეტენციების მქონე თანამშრომლების დახმარებით)

მთავარია:

** იყოთ მოტივირებული
** გქონდეთ საავტომობილო სფეროში განვითარების სურვილი
** მანქანის მართვის გამოცდილება (სასურველია)
** იყოთ პასუხისმგებლობიანი და შეგეძლოთ გუნდთან მუშაობა

თუ თვლით, რომ გსურთ ამ სფეროში განვითარდეთ, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@adservice.ge

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ანაზღაურებადი სტაჟირება), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე