Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: სავალუტო პუნქტი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
სავალუტო პუნქტი აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, პეკინის გამზირი №41
სამუშაო განაკვეთი: 1 დღე 09:00 -09:00/ 2 დღე დასვენება
უშუალო ხელმძღვანელი: სალაროს მენეჯერი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1300 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავალუტო ოპერაციების წარმოება სამუშაო პროცედურის შესაბამისად;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;
** სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა;
** კომპეტენციიდან გამომდინარე მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისათვის სრულყოფილი და ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
** კომპანიის AML პოლიტიკისა და ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (აუცილებელია);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).

შერჩევის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სავალუტო პუნქტის მოლარე" .

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე