დასახელება:
სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მედანე
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
"მედანე" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.
ჩვენი კომპანია ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ Social Media & Digital Marketing Manager-ს, რომელიც მართავს კომპანიის სოციალური მედიას და აქტიურად იმუშავებს მისი განვითარების მიმართულებით. ვაკანსია არის სრული განაკვეთის (Full-time) და მოითხოვს ოფისიდან (Offline) მუშაობას. თუ გაქვთ კრეატიული ხედვა, გამოცდილება სოციალური მედიის მართვაში და ხართ შედეგზე ორიენტირებული, გთხოვთ, გაეცნოთ ვაკანსიის დეტალებს.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სოციალური ქსელების (Facebook, Instagram, TikTok) მართვა და მათი სტრატეგიული განვითარება;
** კონტენტის (პოსტები, ვიდეოები, რილსები) დაგეგმვა, შექმნა და განთავსება;
** სარეკლამო კამპანიების (Meta Ads, Google Ads) დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
** პროდუქციის გადაღება და ვიზუალური მასალის დამუშავება;
** ბრენდის ცნობადობის ამაღლება და გაყიდვების სტიმულირება;
** გათამაშებებისა და სხვა მარკეტინგული აქტივობების ორგანიზება;
** ფილიალების პერიოდული მონახულება კონტენტის შესაქმნელად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური მედიის ალგორითმების და უახლესი ტენდენციების ცოდნა;
** კრეატიულობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** ფოტო-ვიდეო გადაღებისა და დამუშავების უნარები;
** რეკლამის მართვის გამოცდილება (Meta Ads, Google Ads);
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ და სტაბილურ ანაზღაურებას;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ინოვაციურ და დინამიურ სამუშაო პროცესს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: Info@medane.ge.
|
|
|
|