დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საქკაბელი
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
სს "საქკაბელი" 1958 წელს დაარსდა და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა.
სს "საქკაბელის" მთავარი ღირებულება თანამშრომელია - ერთად, ძლიერი გუნდით ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქციას და ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტებს.
თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტების ქართული პროდუქციის განვითარებაში, სს "საქკაბელი" გთავაზობთ დასაქმებას თბილისში, ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები/ მოვალეობები/ პასუხისმგებლობის საზღვრები:
** კომპანიაში შემოსული და გასული ზარების, წერილებისა თუ გზავნილების კონტროლი - ორგანიზება, კოორდინაცია და დანიშნულებისამებრ გადამისამართება;
** ოფისის სისუფთავისა და სხვადასხვა საკანცელარიო თუ სხვა ტიპის მასალებით უზრუნველყოფა - საკანცელარიო ნივთებისა და ჰიგიენის საშუალებების შესაკვეთად ტენდერების წარმართვა, შესაკვეთი ვადების განსაზღვრა და მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** ოფისში მოსული ვიზიტორების - სტუმრების დახვედრა და შესაბამის ადრესატებთან გადამისამართება;
** HR სამსახურის დახმარება შემდეგი ტიპის აქტივობებში - შვებულებისა და მივლინების ბრძანებების მომზადება; თანამშრომლების კორპორატიული ნომრებით უზრუნველყოფა; საწვავის ბარათების შეკვეთა; ფიტპასის ბაზის მართვა და სხვ.;
** მოთხოვნის შემთხვევაში ხარისხის სერთიფიკატების მიწოდება პარტნიორ კომპანიებთან, სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა/გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე (MS Office)
უნარები/პიროვნული მახასიათებლები
** მაღალი მოტივაცია
** ძლიერი კომუნიკაციური უნარები
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა
თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@sakcable.ge ან დაგვირეკეთ 595 56 97 98. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ოფისის მენეჯერი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sakcable.ge
თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობსა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|