დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
JYSK
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
სკანდინავიური ბრენდი JYSK არის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს "ყველაფერი სახლისთვის" პრინციპით. დღეს JYSK მოიცავს 3300-ზე მეტ მაღაზიას 48 ქვეყანაში, JYSK-ს აქვს ყოველთვის საუკეთესო შეთავაზება და კომპეტენტური სერვისი.
JYSK აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზ.
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი გარაფიკი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციასთან დაკავშირებით;
** სალაროსთან მუშაობა;
** დარბაზში თაროებზე პროდუქციის სტანდარტის მიხედვით განლაგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
საჭირო უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@JYSK.ge და სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "JYSK" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|