დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
იტონგ კავკასუსი
|
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 24 მარტი
|
"იტონგ კავკასუს" არის ენერგოეფექტური ავტოკლავური აირბლოკის მწარმოებელი კომპანია."იტონგ კავკასუსს" მოპოვებული აქვს ავტოკლავური აირბეტონის წარმოებისა და რეალიზების ექსკლუზიური უფლება გერმანული ბრენდის Ytong-ის სახელით. https://ytong.ge/
"იტონგში" ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ფუნქციები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** პროდუქტის რეალიზების ყოველთვიური გეგმების შესრულება;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
** კლიენტებისგან უკუკავშირის მიღება და ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 5 დღე. შაბათ-კვირა დასვენება
** მდებარეობა: თბილისი, ნიკოლოზ ყიფშიძის N15
თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით თქვენს CV-ს, 2025 წლის 24 მარტის ჩათვლით, მეილზე: info@ytong.ge
|
|
|
|