Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: კარგია
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / ბოლო ვადა: 22 მარტი
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "კარგია" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

თუ მზად ხართ ახალი გამოწვევებისთვის და გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ გუნდს, შეგიძლიათ გაეცნოთ ვაკანსიის დეტალებს.

სამუშაო პირობები:

** დასაქმების ადგილი: თბილისი, საბურთალო
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, დილის 11:00-დან საღამოს 20:00 საათამდე
** ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდი 800 ლარი, ყოველი მომდევნო თვიდან მზარდი.

საქმიანობის აღწერა:

** საწყობის გამართულად მუშაობის კონტროლი
** მიღებული და გაცემული ამანათების აღრიცხვა
** ამანათების გაცემა საწყობიდან
** საწყობის პერიოდული აღწერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის სწორი მენეჯმენტის უნარი
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალური
** გუნდური მუშაობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: cargiadelivery@gmail.com და "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე