დასახელება:
სტაჟიორი ადრეული განვითარების პროგრამაში
|
მომწოდებელი:
კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
|
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს.
ორგანიზაციის მისიაა: თანაბარი პირობების და შესაძლებლობების უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების, ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საზოგადოებაში ჩართულობისა და სოციალური ინკლუზიის მიზნით.
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას" გუნდი იწვევს სტაჟიორებს ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში, განვითარების ეტაპების დაყოვნების მქონე ან/და შშმ ბავშვებთან სამუშაო პრაქტიკული ცოდნის მიღების მიზნით, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით თბილისსა და მარნეულში.
სტაჟიორის პოზიციაზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ უმაღლესი ან პროფესიული განათლების მქონე პირებს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შემდეგი სპეციალობით: ფიზიკური თერაპია, მეტყველების თერაპია, ქცევითი თერაპია, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპია, პედაგოგიკა, მედიცინა, ბაღის აღმზრდელის პროგრამა, ან მომიჯნავე სპეციალობები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** აუცილებელი ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ბავშვებთან/შშმ ბავშვებთან მუშაობის, რაიმე ტიპის გამოცდილების ქონა.
პიროვნული მახასიათებლები და საჭირო უნარ-ჩვევები:
** სწავლის და პროფესიული განვითარების სურვილი;
** კარგი კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, მოტივირებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი წერითი კომუნიკაციის და ანალიტიკური აზროვნების უნარები;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის სწორად განაწილების უნარი.
პირობები:
სტაჟირების განმავლობაში ორგანიზაციის გუნდი უზრუნველყოფს შერჩეული კადრის გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ბავშვთა ადრეული განვითარების საკითხებში, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვას.
შერჩევის კრიტერიუმები:
** საკვალიფიკაციო მოთხოვნასთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიული ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
განაცხადის წარმოდგენის პროცედურები:
შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:
1. ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა;
2. გასაუბრება/ტესტირება
განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1.რეზიუმე CV
2.სამოტივაციო წერილი
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 28 თებერვალი.
განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com, earlychildcarecfs@gmail.com "Subject"
ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|