Робота для біженців з України
წარმოების ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ბუღალტერი
მომწოდებელი: მზამზარეული პლიუსი
გამოქვეყნდა: 22 თებერვალი / ბოლო ვადა: 22 მარტი
შპს "მზამზარეული პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია "მზამზარეული პლიუსი" 10 წელზე მეტია წარმოდგენილია ქართული კვების ბაზარზე და ერთ-ერთი წამყვანია ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის სეგმენტში. მზამზარეული თანამშრომლობს მსხვილ საცალო ვაჭრობის ქსელებთან.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
ანაზღაურება: 2500 ლარი (net)

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება;
** წარმოების პროცესში გამოყენებული ნედლეულის პროგრამული აღრიცხვა;
** წარმოების სხვადასხვა ეტაპზე დამზადებული შუალედური პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა;
** წარმოების სხვადასხვა ეტაპზე წარმოებული მზა პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა;
** ტექნოლოგიური პროცესის დროს წარმოებული წუნდებული ნედლეულის და პროდუქციის აღრიცხვა;
** ტექნოლოგიური და საწარმო დანაკარგების აღრიცხვა;
** ნედლეულის, შუალედური, მზა ნაწარმის, დღის ნაშთების, კონტროლი;
** აღწერა და ინვენტარიზაცია;
** თვითღირებულებების კონტროლი, რეცეპტურების ანალიზი და გადახრის ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწარმო პროცედურების ცოდნა
** აპექსში მუშაობის გამოცდილება; (აუცილებელია)
** საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: office@mzamzareuli.com (წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება).

გაცნობებთ, რომ შპს "მზამზარეული პლიუსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე