Робота для біженців з України
აკადემიის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: English Language Academy - Levels
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
"Levels Academy" აცხადებს ვაკანსიას აკადემიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

კვირაში 4 სამუშაო დღე: ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა
24 სამუშაო საათი კვირაში
ლოკაცია: ვაკე, კრწანისი

ძირითადი მოვალეობები:

** სწავლის პროცესის მონიტორინგი;
** მენეჯმენტისათვის რეგულარული მოხსენებების მიწოდება;
** სატელეფონო ზარების, მეილებისა და სხვა ელექტრონული შეტყობინებების პასუხი;
** სტუდენტებთან დაკავშირებული ყველა სახის საქმის წარმოება;
** ახალი სტუდენტების მიღება;
** რეპორტინგი მშობლებთან;
** სოციალურ ქსელთან ურთიერთობა;
** ადმინისტრაციისა და უშუალო უფროსის დავალებით სხვა სამუშაოების შესრულება;
** სტუმრების მიღება, აკადემიაში წესრიგის და სისუფთავის კონტროლი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1;
** გამართული მეტყველების/გადმოცემის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1 წელი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება:

** გამოსაცდელი ვადა 1 თვე - ანაზღაურება 300 ლარი
** გამოსაცდელი ვადის შემდეგ - 500 ლარი

ლეველსი გთავაზობთ:

** პროფესიულ ზრდა/განვითარებას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ლეველს აკადემიის ნებისმიერ კურსზე უფასო სწავლებას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მისამართზე: career@levels.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე