Робота для біженців з України
უსაფრთხოების სისტემების მემონტაჟე-ინსტალატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების სისტემების მემონტაჟე-ინსტალატორი
მომწოდებელი: უსაფრთხოების სისტემების კომპანია ინოტექი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
კომპანია "ინოტექი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სისტემების მემონტაჟე-ინსტალატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები:

დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე:

** დამწყები სპეციალისტი 1200-1500 ლარი
** გამოცდილი პროფესიონალი 1500-2500 ლარი
** გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ხელფასი შეთანხმებით
** 5 სამუშაო დღე კვირაში (შაბათ-კვირა დასვენება)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიონალი: უსაფრთხოების სისტემების ცოდნა/მუშაობის არა ნაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
** დამწყები: გამოცდილება მომიჯნავე სფეროებში
** ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტაციის ათვისების დონეზე)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა

მიმართულებები:

** ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები
** დაშვების სისტემები
** დაცვითი სიგნალიზაცია
** ვიდეო ინტერკომი (დომოფონი)
** სახანძრო სიგნალიზაცია
** აუდიო მაუწყებლობის სისტემა
** საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი სხვადასხვა მიმართულებების გამართვა

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) მისამართზე hr@innotech.ge. გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე