Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ალტერვეისტი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
ჰოლდინგ "ბიოდიზელი ჯორჯია"- ში შემავალი კომპანია "ალტერვეისტი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: ორშ-პარ - 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS 7-ში მუშაობა;
** პირველადი დოკუმენტების შედგენა და დამუშავება (ინვოისი, მიღება-ჩაბარება, ანგ.ფაქტურა და ა.შ);
** სახელფასო უწყისების წარმოება და გატარება;
** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, საბანკო გადარიცხვების განხორციელება;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, სისწორის კონტროლი და წარდგენა საგადასახადო ორგანოში;
** სხვა ბუღალტრული გატარებები კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე;
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
** საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
** მთავარი ბუღალტერის დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში;
** კომპანიაში ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS 7-ში მუშაობის საფუძვლიანი - პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება (მინიმუმ 2 წლიანი) სავალდებულოა;
** ბუღალტერის სასერტიფიკაციო გამოცდების სერტიფიკატები;
** ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების კვალიფიციური ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel,);
** საგადასახადო კანონმდებლობის კვალიფიციური ცოდნა;
** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი-სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;

გთხოვთ, მხოლოდ იმ დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რომლებსაც გააჩნიათ საბუღალტრო პროგრამა ORIS 7-ში მუშაობის საფუძვლიანი - პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@biodiesel.ge და გთხოვთ ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე