Робота для біженців з України
მკვლევარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მკვლევარი
მომწოდებელი: პროფესიული უნარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
ა (ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო აცხადებს კონკურსს მკვლევრის ვაკანტურ პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** პროფესიული უნარების სააგენტოს მიზნების შესაბამისი ანალიტიკური-კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა-განხორციელება;
** შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებული კვლევების/ანგარიშების მოძიება და ანალიზი;
** პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული სტატისტიკის მოძიება და ანალიზი;
** კვლევის/ანალიზის პროცესში გამოკვეთილი მიგნებების შესახებ რეპორტების მომზადება;
** პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, კერძო კომპანიების და სხვა შესაბამისი პირების/ორგანიზაციების გამოკითხვის კოორდინირება (საჭიროებისამებრ);
** პროფესიული უნარების სააგენტოს კვლევითი საქმიანობიდან გამომდინარე, სააგენტოს სხვა ქვესტრუქტურებთან კომუნიკაცია და კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა;
** კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, ქვეპროგრამის შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია;
** კვლევის საქმიანობასთან დაკავშირებით, გუნდის ლიდერის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სულ მცირე, მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
** მინიმუმ, 3 წლიანი გამოცდილება კვლევითი ან/და ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებით;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** ჯგუფური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და კვლევითი უნარები;
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის უნარი.

ხელშეკრულების პირობები:

ანაზღაურება გაიცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულების საფუძველზე.

თანამდებობრივი სარგო: ყოველთვიურად 3 500 ლარს (დარიცხული).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV, სამოტივაციო წერილი და აპლიკანტის მიერ ან/და მისი თანამონაწილეობით შემუშავებული, მინიმუმ 2 კვლევის ანგარიში (ჩაითვლება უპირატესობად), არაუგვიანეს 2025 წლის 28 თებერვლისა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@geoskills.ge

გთხოვთ, შესაბამის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მკვლევარი

კონკურსი ტარდება 2 ეტაპად:

** პირველ ეტაპზე მოხდება განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესებულ კანდიდატებს მადლობას გიხდით კონკურსში მონაწილეობისთვის!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე