Робота для біженців з України
მძღოლი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
შპს "ვაინ კახეთი" აცხადებს ვაკანსიას მეღვინის პოზიციაზე ქ. თელავში.
Wine Kakheti არის კომპანია, რომელიც 2017 წლიდან დღემდე წარმატებით საქმიანობს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში. კომპანიას კახეთის რეგიონში გაშენებული აქვს ვენახები და აწარმოებს ღვინოს საკუთარ ქარხანაში.

სამუშაო ადგილი: ქალაქი თელავი, იოსებ ნონეშვილის ქუჩა, N 1

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიების მიმართულებით (პრიორიტეტი - მეღვინეობა)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყურძნის ჩაბარების და გადამუშავების პროცესის კონტროლი
** ყოველკვირეული სამუშაო გეგმის შედგენა, გაწერილი გეგმის მიხედვით პროცესების ხარისხიან შესრულებაზე მუდმივი მეთვალყურეობა და კონტროლი
** ღვინის ქარხანაში არსებული ღვინო მასალის, ღვინის, ჭაჭის ხარისხობრივი და რაოდენობრივი კონტროლი
** ქარხანაში სანიტარულ - ჰიგიენური მოთხოვნების უზრუნველყოფა ტექნოლოგიური პროცესების ყველა ეტაპზე
** ღვინის ორგანოლეპტიკური ხარისხის კონტროლი
** საამქროში ტექნიკური აღჭურვილობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და დაზიანებისგან მათი დაცვა
** ბუღალტრული და ISO დოკუმენტაციის წარმოება
** პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების დროული გამოვლენა და მათი აღმოფხვრა
** ღვინო მასალების; ჭაჭის და საბრენდე მასალის დამუშავების დაგეგმვა და მათი კონტროლი
** ღვინის ჩამოსხმის გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება და გრაფიკის მიხედვით ჩამოსასხმელი ღვინოების მომზადება ჩამოსხმისთვის
** ღვინო მასალების და ასევე საამქროში არსებული სხვადასხვა მატერიალური ფასეობების აღრიცხვა და ბუღალტრულ ნაშთებთან სისტემატიური შედარება

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება

სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა)

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2025 წლის 20 მარტის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: info@wk.ge და დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნეს პოზიციის დასახელება: მეღვინე".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე