დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "კონტაქტ ჰოუმის" ბათუმის ფილიალი ეძებს მოლარე-ოპერატორს.
"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ბათუმი, ტბელ აბუსერიძეის 13.
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო);
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** გაყიდული ნივთის მოდელის ფასის გადამოწმება;
** გაყიდული ნივთის გატარება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
** ელექტრონული ანგარიშფაქტურის და ზედნადების გამოწერა;
** საგარანტიოს გამოწერა;
** ლოჯისტიკის სამსახურთან მისატანი პროდუქციის მისამართების გადაცემა;
** საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა;
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველი სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა რუსული ან ინგლისური - სასაუბრო დონეზე
პიროვნული თვისბები:
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 19 მარტი. (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-ოპერატორი ").
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|