დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
პოლიგრაფი
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
შპს "პოლიგრაფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** შეკვეთების სტრატეგიების შემუშავება პროდუქციის გაყიდვების მოცულობის გაზრდის მიზნით;
** სოციალურ პლატფორემებზე მარკეტინგული და გაყიდვების აქტივობების დაგეგმვა და მონიტორინგი;
** ბაზრის პერიოდული ანალიზი, ფასების და ტენდენციების მონიტორინგი;
** პოტენციური დამკვეთების მოძიება და კონსულტაციების გამართვა კომპანიის შესაძლებლობების, პროდუქტებისა და სერვისების გაცნობის მიზნით;
** მოლაპარაკებებსა და კონტრაქტების გაფორმებაში მონაწილეობა;
** შეკვეთის ხარისხიანი და დროული შესრულების კონტროლი;
** არსებულ კლიენტებთან ბონუს პროგრამებზე წინადადებების შემუშავება გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით;
** გაყიდვების ანგარიშების მომზადება.
კომპეტენცია და უნარები:
** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ფსიქოლოგიის, მარკეტინგისა და გაყიდვების თეორიული საფუძვლების ცოდნა;
** საქმიანი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციების გამართვის უნარი;
** განვითარებული ორატორული, ასევე, ზეპირი და წერითი მეტყველების უნარები;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული, მიზნსწრაფული;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პრობლემაზე სწრაფი რეაგირებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და დეტალებზე ორიენტირების უნარები;
** საქმისადმი მაქსიმალისტური დამოკიდებულება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვალიფიკაციის შესაბამის, კონკურენტული ხელფასსა და ბონუსების სისტემას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** სამდიცინო დაზღვევას;
** ტრენინგებსა და მხარდაჭერას მუშაობის ყველა ეტაპზე.
თუ მზად ხართ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და განავითაროთ გაყიდვების უნარები, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: poly@poly.ge
|
|
|
|