დასახელება:
ინჟინერ-მშენებელი
|
მომწოდებელი:
ალფა პროექტი
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
შპს ალფა პროექტი", რომელიც ოპერირებს სამშენებლო სფეროში, საზედამხედველო-სამშენებლო მიმართულებით აცხადებს ვაკანსიას შესრულებული სამუშაოების, ფორმა 2-ის საექსპერტო შემმოწმებელზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი საინჟინრო (სამშენებლო და სამრეწველო მშენებლობა) განათლება;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა;
** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა;
** სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
** მართვის მოწმობა (სასურველია ავტომანქანის ფლობა);
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტის მონიტორინგი და სამშენებლო სამუშაოების კონტროლი; მშენებლობის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების/დეფექტების დაფიქსირება და რეაგირება;
** შესრულებული სამუშაოების პროექტთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
** ობიექტზე შემოტანილი მასალების, ნაკეთობების, კონსტრუქციების პროექტთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
** მშენებლობის გრაფიკის კონტროლი;
** შესრულების სამუშაოების აზომვითი მოცულებათა დადგენა და ფორმა 2-ის შემოწმება/დადასტურება;
** ობიექტზე მიმდინარე ცვლილებების შესწავლა და დამუშავება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოზე, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით შეთანხმებით
სამუშაო ადგილმდებარეობა: საქათველოს სხვადასხვა რეგიონი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: info.alphaprojectgeo@gmail.com
|
|
|
|