დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
საქართველოს კლინიკები
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს იურისტის ვაკანსიას თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ს. ცინცაძის 24ა, სათავო ოფისი
სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერის პროცესში ჩართულობა;
** ქსელის მასშტაბით, არსებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციისა და განმარტების მიცემა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითებზე;
** დამოუკიდებლად ან სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, სამუშაო პროცესში საჭირო დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებები, შეთანხმებები, წერილები, განცხადებები, კრების ოქმები, ბრძანებები და სხვა.) მომზადება, საჭიროების შემთხვევაში, მათი ვიზირება და გაფორმება;
** დამოუკიდებლად ან სხვა სტრუქტურულ ერთეულთან ერთად ბრძანებების (საკადრო ბრძანებების გარდა), რეგულაციებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების პროექტების მომზადება/ვიზირება;
** სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ცვლილების ან სხვა უფლების რეგისტრაციის უზრუნველყოფა სამეწარმეო რეესტრში;
** სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში, საპრივატიზაციო ობიექტებზე წინასწარი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოპოვება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** კომპანიის უძრავი ქონებისა და სხვა უფლებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრში და სხვა ორგანოებში;
** სასამართლოსა და არბიტრაჟში კომპანიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
** საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, მისი სისტემატიზაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სასურველია ადვოკატის ლიცენზია (სამოქალაქო ან საერთო სპეციალიზაციით);
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოციდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით Word, Outlook, Power Point;
აუცილებელი ცოდნა:
** სამოქალაქო სამართალი (სანივთო, ვალდებულებითი, სახელშეკრულებო, დელიქტური და სხვა);
** ადმინისტრაციული სამართალი (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი და სხვა);
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი;
** სამეწარმეო სამართალი და შრომის სამართალი;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სასამართლო პრაქტიკა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 19 მარტი, 2025.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "იურისტი".
"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|