დასახელება:
HR ასისტენტი
|
მომწოდებელი:
კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" (CTH) აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტის პოზიციაზე.
"კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" (CTH) 2010 წლიდან აერთიანებს ტურიზმის სფეროს ლიდერ კომპანიებს საქართველოში. ჰოლდინგი მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. GASA - გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული. ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines და Air Arabia. GDM - შემომყვანი ტურიზმითაა დაკავებული. პარტნიორობს გალფისა და დსთ-ს ქვეყნებთან.
ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და განახლება
** შრომითი/მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმება და შრომითი პირობების ცვლილებისას შესაბამისი დანართების მომზადება
** კორესპონდენციის მართვა (ბრძანებების, წერილების, ცნობების მომზადება)
** SELF პროგრამაში მონაცემების განახლება და ადმინისტრირება, ახალი თანამშრომლების რეგისტრაცია
** ბენეფიტების ადმინისტრირება (დაზღვევა, Fitpass)
** რეკრუტინგის პროცესში ჩართულობა და მხარდაჭერა
** HR მენეჯერის მხარდაჭერა სხვადასხვა მიმდინარე პროცესებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია HR, ბიზნეს ადმინისტრირება ან შესაბამისი მიმართულება)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან HR მიმართულებით თეორიული ცოდნა/სერტიფიკატი
** საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა და ინიციატივიანობა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00 - 18:00 სთ
ლოკაცია: გიორგი ქუჩიშვილი ქ. N 11
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გაგვიზიაროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@cth.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
|
|
|
|