დასახელება:
შეფ მზარეული
|
მომწოდებელი:
კრაფტ გრილი და ლუდი
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
"Craft Food ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "კრაფტ გრილი და ლუდი" აცხადებს ვაკანსიას შეფ მზარეულის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
ძირითადი მიმართულება: გრილი (ხორც-პროდუქტები) და მასთან დაკავშირებული ყველა სახის მენიუ და კრაფტ ლუდი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა N103.
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
** მენიუს შექმნა/დახვეწა, დამუშავება - მუდმივი მონიტორინგი;
** საკვები პროდუქტებისა და საჭირო ნედლეული შერჩევა;
** სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობის, მათ შორის საკვების მომზადებისა და მირთმევის პროცესის მართვა;
** მზარეულის მიერ კერძების მომზადების კონტროლი და დავალებების დელეგირება;
** კერძების ხარისხის შემოწმება, დეგუსტაცია;
** რეცეპტის კონფიდენციალურობის დაცვა;
** სამზარეულოს პერსონალის და მათი სამუშაო ცვლების კონტროლი;
** სამზარეულოს კერძების მომზადება;
** კერძების გაფორმება და მომზადება სერვირებისთვის;
** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
** საკვები პროდუქტების პირველადი დამუშავების (გაწმენდა, გარეცხვა, და დაფასოება) და მათი შენახვის წესების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება;
** კომპანიის სტანდარტებისა და პოლიტიკის დაცვა.
მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი
** დროის მართვის უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობიანობა
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულება
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 19 მარტი.
რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge
"subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "შეფ მზარეული".
|
|
|
|