დასახელება:
მთავარი ბუღალტრის დამხმარე/ასისტენტი
|
მომწოდებელი:
კრაფტ ფუდი
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
"Craft Food ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის დამხმარის (ასისტენტი) პოზიციაზე, ქ. თბილისში.
"Craft Food" - სწრაფი კვების ობიექტი, 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მოიცავს 6 ფილიალს თბილისის მასშტაბით.
"Craft Food" მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს, ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო: კვირაში 5 ს/ დღე, 10:00-19:00.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
** ანაზღაურება: 1000 NET
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება (სალარო, ბანკი, შესყიდვები);
** შესყიდვების დოკუმენტაციის, ზედნადებების, ხელშეკრულებების, ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა და დაარქივება;
** გაყიდულ საქონელზე და შიდა გადაადგილებაზე ზედნადების გაწერა;
** სალაროების კონტროლი;
** მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
** კომუნიკაცია მოლარეებთან და მენეჯერებთან.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (Fina);
** MS Excel -ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** RS-ზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 19 მარტი.
რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge
"subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მთავარი ბუღალტრის დამხმარე".
|
|
|
|