Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების ასისტენტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
ჩვენ ვართ დინამიკური კომპანია, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან სპორტული ეკიპირების ბრენდებთან, როგორიცაა: Joma, Uhlsport, Select და Kappa. ჩვენი მიზანია კორპორატიულ და გუნდურ კლიენტებს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის სპორტული ეკიპირება. კომპანიის ზრდასთან ერთად ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების ასისტენტს, რომელიც დაგვეხმარება მომსახურებისა და პროდუქტის პროცესების ორგანიზებაში.

პოზიციის მიმოხილვა:

კორპორატიული გაყიდვების ასისტენტი მხარს დაუჭერს კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელს და უზრუნველყოფს ორგანიზებულ და გამართულ მუშაობას. მისი მთავარი ამოცანებია გრაფიკის მართვა, ვადების კონტროლი და კომუნიკაციის ეფექტურობა კლიენტებთან, მომწოდებლებთან და შიდა გუნდებთან.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვებისა და მომსახურების პროცესების მხარდაჭერა, რომელიც დაკავშირებულია სპორტული ეკიპირების შეკვეთებთან.
** ვადების კონტროლი და დავალებების დროულად შესრულების უზრუნველყოფა.
** გრაფიკების, ანგარიშების და კლიენტთა მონაცემების ორგანიზება და მართვა.
** კომუნიკაცია კლიენტებთან, მომწოდებლებთან და შიდა გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის.
** პროდუქტისა და მომსახურების პროცესების მხარდაჭერა, მათ შორის მარაგებისა და შეკვეთების მართვა.
** ადმინისტრაციული პროცესების მართვა კორპორატიულ გაყიდვებში.

მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარები.
** შესანიშნავი კომუნიკაციის უნარები (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური).
** მრავალფუნქციური ამოცანების შესრულების და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
** Microsoft Office-ის (Excel, Word) და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა.
** გაყიდვებში, კოორდინაციაში ან ადმინისტრაციულ როლებში გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება.
** სპორტული ეკიპირების და სპორტის ინდუსტრიისადმი ინტერესი სასურველია.

რას გთავაზობთ:

** დინამიკური და სწრაფ ტემპში განვითარებადი სამუშაო გარემო.
** განვითარების შესაძლებლობა სპორტულ ინდუსტრიაში.
** მსოფლიოს წამყვან სპორტულ ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება.
** კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტები.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 40 საათი
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 დან 19:მდე (შაბათი კვირა დასვენება)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, რამიშვილის 31 ა.
** კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ)
** ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე: 1000 ლარი.
** ანაზღაურება ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი საშუალოდ 400-900 ლარი

თუ თქვენ ხართ პრაქტიკული, დეტალებზე ორიენტირებული ადამიანი კარგი კომუნიკაციის უნარებით და ეფექტურად მართავთ ვადებს, ჩვენ დიდი ინტერესით გელით!

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მეილზე: 015@sbm.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე