დასახელება:
რესტორნის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კრაფტ გრილი და ლუდი
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
"Craft Food" ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "კრაფტ გრილი და ლუდი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე, ქ.თბილისში.
ძირითადი მიმართულება: გრილი (ხორც-პროდუქტები) და მასთან დაკავშირებული ყველა სახის მენიუ და კრაფტ ლუდი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე.
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა N103.
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** რესტორნის სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველყოფა ბრენდის საოპერაციო სტანდარტების შესაბამისად;
** საოპერაციო პროცედურების რესტორნის მომსახურე პერსონალისათვის გაცნობა და მათი შესრულების მონიტორინგი. ხარისხის კონტროლისა და სურსათის უვნებლობის პროცედურების დაცვა კომპანიის პოლიტიკასა და ჯანდაცვის რეგულაციების შესაბამისად;
** საჭიროებისამებრ გამოსასწორებელი ზომების მიღება;
** რესტორნის გაყიდვების მიზნების მაქსიმიზაცია სხვადასხვა გზებით, მათ შორის მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების გზით. გაყიდვების გაზრდისათვის შესაბამისი გეგმების შემუშავება და მათი განხორციელება;
** რესტორანში მომსახურების სტანდარტების დანერგვა და ამ სტანდარტების ზედმიწევნით შენარჩუნება;
** ხარისხის, მომსახურებისა და რესტორნის სისუფთავის სტანდარტების მუდმივი დაცვა და გაუმჯობესების უზრუნველყოფა, ასევე საკვები პროდუქტების ხარისხის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა და კოორდინაცია, შესაბამისი ტრენინგების ჩატარება დამტკიცებული სისტემებისა და დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად;
** დღის მანძილზე რესტორანში თანამშრომელთა საჭირო რაოდენობის ყოფნის უზრუნველყოფა. თანამშრომლების საქმიანობის ხარისხიანად და დროულად შეფასება;
** რესტორნის კომპანიის საოპერაციო პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. რესტორნის საქმიანობის შეფასება/გაანალიზება, რესტორნის შემოწმებისას მიღებული შეფასებების გათვალისწინება.
მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტური განაწილების უნარი;
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
** ფინანსური მართვის უნარი;
** ძლიერი ლიდერული და ინტერპერსონალური უნარები;
** თანამშრომლების მოტივაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 19 მარტი.
რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge
"subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "რესტორნის მენეჯერი"
|
|
|
|