Робота для біженців з України
სადღეღამისო ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადღეღამისო ოპერატორი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"ტერაბანკის" თბილისის ფილიალში სადღეღამისო ოპერატორს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

** გსურს მიიღო საუკეთესო გამოცდილება პროფესიონალ გუნდთან ერთად
** გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარი
** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

შენი მოვალეობა იქნება:

** მომხმარებლის საოპერაციო და სალარო მომსახურების გაწევა
** მომხმარებლის კონსულტირება საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების შესახებ და მასზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზება

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** უცხო ენის ცოდნა - ინგლისური და რუსული სასაუბრო დონეზე

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისის 24 საათიანი რეჟიმით მომუშავე ღუდუშაურის სერვისდესქი
** სამუშაო განრიგი: დღისა და ღამის ცვლები სამუშაო გრაფიკის შესაბამისად
** ანაზღაურება: ხელფასი - დარიცხული 750 ლარიდან - 1, 200 ლარამდე (გამოცდილების შესაბამისად) + ყოველ გათენებულ ღამეზე დამატებითი ანაზღაურება დარიცხული 62, 50 ლარის ოდენობით

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | სადღეღამისო ოპერატორი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 28 თებერვალი, 2025.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე