Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: რითეილ ლოგისტიკა
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
ლოგისტიკური კომპანია "რითეილ ლოგისტიკა", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. კომპანია 2006 წლიდან, უზრუნველყოფს საერთაშორისო ბრენდების, Danon-ის, Sadia-სა და ასევე საკუთარი ბრენდის, Supremo-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

ლოგისტიკური კომპანია "რითეილ ლოგისტიკა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის # 40 (ტრანსპორტირება მ/ს ავლაბარი/სამგორი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; (09:00-17:00 სთ, პარასკევი 09:00-14:00 სთ);
ანაზღაურება: 1800 ლარი

ჩვენ გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებული და მეგობრული გუნდის წევრობას!

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საკანცელარიო/ადმინისტრაციული პროცესის დაგეგმვა და მართვა (გაცემა/შესყიდვები, ანგარიშსწორება);
** შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის/დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** სატელეფონო ზარების მიღება/გადამისამართება;
** წერილების მომზადება, შემოსულ წერილებზე და მეილებზე დროული რეაგირება;
** შეხვედრების ორგანიზება/ჩანიშვნა;
** კომპანიის სტუმრების მიღება;
** ორგანიზაციის შიდა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: joinus@retaillogistics.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ოფისის მენეჯერი" რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "რითეილ ლოგისტიკის" (ს/კ 406286674) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელფოსტაზე office@gfs.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N40.

კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე