დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
სიბელ
|
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 19 მარტი
|
კომპანია "სიბელ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. N8
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1200-1300 ლარიდან.
ძირითადი მოვალეობები:
** სრული კონტროლი კომპანიის საწყობში განთავსებულ პროდუქციაზე;
** პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება;
** შემოსული და გასული პროდუქციის კონტროლი;
** პროდუქციის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება;
** საწყობის პერიოდული აღწერა, ნაშთების კონტროლი და რეპორტების წარმოება.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** თანამშრომლის ფასდაკლებას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: batumi@sibel.ge პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელფოსტის სათაურში.
|
|
|
|