Робота для біженців з України
ბარის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარის თანამშრომელი
მომწოდებელი: SKA
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / ბოლო ვადა: 19 მარტი
"სკა" არის საქართველოში პირველი ჯანსაღი კვების ქსელი, რომლის მისიაცაა საზოგადოებაში, აქტიური და ხალისიანი ცხოვრების წესის წახალისება.

"სკას" გუნდში ბარის თანამშრომლის ვაკანსიაა.

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი და სრული; 3, 4 ან 5 დღე (ჩვენთან სწავლისა და მუშაობის შეთავსება შესაძლებელია)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება პროდუქტების შესახებ და შეკვეთების მიღება;
** ცხელი და ცივი სასმელების, წვენების, სმუზების, სენდვიჩებისა და მენიუში შემავალი სხვა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით მომზადება;
** პროდუქციის ვადების კონტროლი და შენახვის წესების დაცვა;
** დარბაზში და ბარში სისუფთავის/ჰიგიენური ნორმების დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ ანაზღაურებას;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** მნიშვნელოვან ხელშეწყობას გრაფიკზე;
** კვებაზე 50 %-იან ფასდაკლებას;
** Fitpass-ს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

თუ გსურს, რომ უკეთ გაგვიცნო გადადი ბმულზე: https://www.facebook.com/reel/880651874099890

განცხადება იხილეთ ბმულზე: https://www.app.helio-ai.com/apply/xdi87kym5s541jx3?src=jobs.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე